ტურინის იუვენტუსის დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ რიკარდო კალაფიორის შესახებ ისაუბრა. ფუნქციონერმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ კალჩოს კლუბებმა ვერ შეძლეს იტალიელი უკანახაზელის შენარჩუნება. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი გასულ ზაფხულს ბოლონიადან ლონდონის არსენალში გადავიდა.
"კალაფიორის არსენალში გადასვლა არის მთელი იტალიური ფეხბურთის ტრაგედია, მათ შორის იუვენტუსისთვისაც. სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხეთ რიკის კალჩოში შენარჩუნება. მისი დონის უკანახაზელი რომ თამაშობს უცხოეთში და არა სერია ა-ში, უდიდესი დანაკლისი არის", - განაცხადა იტალიელმა ფუნქციონერმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ცენტრალური მცველი არის რომას აღზრდილი, თუმცა მთავარ გუნდში დამკვიდრება მან გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო. "ჯალოროსის" შემდეგ, იტალიელმა უკანახაზელმა მოიარა ჯენოა, ბაზელი და "როსობლუ", ახლა კი ის "მეთოფეების" წევრია.