სერიალ "გომორას" მთავარმა ვარსკვლავმა, სალვატორე ესპოზიტომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი გაიხსენა. მსახიობმა გაიხსენა, რომ ის შეხვდა მამუკა ჯუღელსაც კი, რომელიც, თავის მხრივ, იტალიური სერიალის აქტიური მაყურებელი ყოფილა.
"2022 წლის მარტი-აპრილი იყო, ნაპოლი კვარაცხელიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. იმ დროს რომში ვიმყოფებოდი ფოტოსესიაზე, სადაც ძაკარდოსა და მიჩელს შევხვდი. მათ მითხრეს ასეთი რამ: "აქ არის ხვიჩას აგენტი, რომელიც შენი დანახვისას გაფითრდა. მას ჰყავს მეგობრები, რომლებიც შენი ფანები არიან".
მივესალმე ჯუღელს, მან კი მითხრა, რომ თავადაც ჩემი ფანი იყო. ცოტა ხნის შემდეგ, მაურიციომ მომწერა - "მადლობა რომ დაგვეხმარე. მოლაპარაკებები არ მიდიოდა საჭირო ტემპით, მაგრამ შენი დანახვის შემდეგ, მამუკა სულ შენზე საუბრობდა. ყველაფერზე შევთანხმდით". ეს მომწერა ნაპოლის მთავარმა სკაუტმა", - იხსენებს სერიალ "გომორას" მთავარი ვარსკვლავი.