სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მოიპოვა.
ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი მურატ ფირატი 3-1 დაამარცხა და საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მიმდინარე ტურნირზე მე-3 მედალი მოუტანა.
ხეცურიანმა ევროპირველობაზე კარიერაში მეორე მადალი დაისაკუთრა, ქართველმა 2023 წელს ვერცლი მოიპოვა.
დღეს ბრინჯაოს მედლებისთვის გელა ბოლქვაძე (82 კგ) იბრძოლებს.
შეგახსენებთ, ევროპირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 17 წლის ვახტანგ ლოლუამ (55 კგ.) ბრინჯაო, რამაზ ზოიძემ (77 კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.








