ისტორია დაიწერა — ლებრონ ჯეიმსმა და ბრონი ჯეიმსმა NBA-ის ახალი სეზონის გახსნით შეხვედრაში პარკეტზე ერთად ითამაშეს და ისინი პირველი მამა-შვილი გახდნენ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომლებმაც ერთად ითამაშეს რეგულარული სეზონის თამაშში. 39 წლის ლებრონი და 20 წლის ბრონი, ჯეიმსების ოჯახმა ახალი ისტორიის წერა დაიწყო.
ლეიკერსმა 2024/25 სეზონის გახსნით შეხვედრაში მინესოტა ტიმბერვულვზი 110:103 დაამარცხა და სეზონის პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. პარკეტზე საუკეთესო ენტონი დევისი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 36 ქულა, 16 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. რაც შეეხება ჯეიმსების ოჯახს, ლებრონმა ახალი სეზონი 16 ქულით, 5 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გახსნა, ხოლო ბრონიმ პატარა სათამაშო დროში, მხოლოდ ერთი მოხსნის შესრულება მოახერხა.
მატჩამდე ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეო გაავრცელა, სადაც მონაწილეობას მისი ვაჟი, ბრონიც იღებს. ეს არის ერთგვარი ტრადიცია, როდესაც ახალგაზრდა კალათბურთელებს სადებიუტო მატჩის წინ ეხუმრებიან და NBA-ში ესალმებიან.