ჯანი ინფანტინომ, საქართველოს დედაქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც ფიფას პროგრამა FORWARD-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
FIFA-ს პრეზიდენტმა, საქართველოში განხორციელებული ინფრასტრუქტურისა საქართველოსთვის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვების შანსზე ისაუბრა. შეგახსენებთ, 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე საქართველოს და სომხეთს ერთობლივი განაცხადი აქვთ შეტანილი.
ჯანი ინფანტინო: „მე ვნახე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესრულებული პროექტები, რომელიც FIFA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და მინდა მივულოცო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გაწეული საქმიანობა. პროგრამა „ფორვარდის“ მეშვეობით ფიფა მხარს უჭერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას. საქართველომ აღნიშნული პროექტი წარმატებით აითვისა და სხვებზე უკეთ ახერხებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამის მაგალითია თბილისსა და რეგიონებში განხორციელებული პროექტები.
ბოლო პერიოდში ქართულმა ფეხბურთმა დიდ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო დონეზე და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის. ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში სტუმრები მთელი მსოფლიოდან უნდა ჩამოვიყვანოთ, რათა ნახონ აქ რა გაკეთდა.
ფეხბურთი ნამდვილად ყველაზე პოპულარული სპორტია საქართველოში. ამ ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ მას უეფა-ს დიდი ტურნირების მასპინძლობა შეუძლია. ჩვენ ვნახეთ შევსებული სტადიონები U21 ჩემპიონატზე. საინტერესო იქნება, რომ საქართველომ მომავალში ვიხილოთ U20 მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად სხვა ქვეყნებთან ერთად. ეს ვარიანტი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. მასშტაბური ტურნირის მასპინძლობა დამატებით ხელს შეუწყობდა საქართველოსა და ქართული ფეხბურთის განვითარებას.

ლევან კობიაშვილი: ძალიან დიდი პატივია ჩჩემთვის და ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის ჯანის საქართველოში ჩამოსვლა. მათი მხრიდან ეს კიდევ ერთი დასტურია FIFA-ს მხარდაჭერის. იცით რომ მათი პროგრამის ფარგლებში არაერთ პროექტს ვახორციელებთ.
2029 წელს თუ შევძლებ U20 ჩემპიონატის მასპინძლობას, რა თქმა უნდა ეს ძალია კარგი იქნება და მე მაქვს ამის იმედი.
ეს ვიზიტი დასტურია ქართული ფეხბურთის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. მან კარგად იცის რა ხდებოდა საქართველოში შარშან როცა U21 ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, იცის რომ სტადიონები ივსებოდა, ასევე ჩვენი გუნდის წარმატება. იცის რომ მაღალი რანგის ტურნირების მასპინძლობის კარგი გამოცდილება გვაქვს და ინფრასტრუქტურაც ხელს გვიწყობს, თუმცა ახალი ტურნირების მასპინძლობა შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. გავაძლიეროთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა იქნება სამუშაო, ჩამოვლენ სხვადასხვა ჯგუფები, რომელთანაც უფრო დეტალურად გავივლით ყველას ნიუანსს , რაც საჭირო იქნება U20 მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მასპინძლის სტატუსის მოპოვებას და ღირსეულად ჩავატარებთ მასშტაბურ ტურნირს საქართველოში.
იური ჯორკაეფი: მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით, მე პირველად ვარ საქართველოში. FIFA-ს პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, ასევე მასობრივი განვითარებისტვის . ქართული ფეხბურთი ვითარდება და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლია. ჩვენ ვნახეთ ქართველი ფეხბურთელების წარმატებული ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთელების მენტალიტეტი და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა.








