გუშინ ღამით დასრულდა იტალიის თასის 1/16 ფინალური ეტაპი, სადაც 1/8 ფინალში გამსვლელი ყველა გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ პალერმოს დამარცხება მოახერხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
უკვე ცნობილია იტალიის თასის მთლიანი ბადე, სადაც ყველა გუნდმა იცის საკუთარი მეტოქე ფინალამდე. ნაპოლი 1/4 ფინალში ლაციოს დაუპირისპირდება — მატჩი 4 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას სტადიო ოლიმპიკო უმასპინძლებს.
იხილეთ იტალიის თასის სრული ბადე: