ლევერკუზენის ბაიერმა, თავის ისტორიაში პირველად, ბუნდესლიგის ჩემპიონობა მოიპოვა. მართალია, გერმანიის პირველის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი, მაგრამ მე-2 პოზიციაზე მყოფმა მიუნხენის ბაიერნმა დაკარგა "ფარმაცევტებთან" გათანაბრების თეორიული შანსიც კი, რადგან სხვაობა ამ ორ გუნდს შორის 16 ქულას შეადგენს.
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონობის გასაფორმებლად, დღეს ჩაბი ალონსოს გუნდს სჭირდებოდა ბრემენის ვერდერის დამარცხება და ასეც მოხდა - ბუნდესლიგის ახალგამომცხვარმა ჩემპიონებმა მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. ისტორია დაწერილია, 5 ვიცეჩემპიონობის შემდეგ, ლევერკუზენი გერმანიის ჩემპიონია!