UFC-ის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ 2025 წლის ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ის კენჭს იყრის. ყოფილმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
"მე მექნება იმ კითხვებზე პასუხი, რომელსაც ირლანდიელი ხალხი იმ მძარცველებისგან ელის. ისინი არიან ოჯახური ღირებულებებისა და მცირე ბიზნესის გამნადგურებლები. ირლანდიელი ხალხი იმსახურებს კითხვებზე პასუხის გაცემას. ქვეყანას სჭირდება აქტიური პრეზიდენტი, რომელსაც აირჩევს ხალხი, ასეთი ვარ მე.
ირლანდიელი ხალხისთვის მე ერთადერთი ლოგიკური არჩევანი ვარ", - განაცხადა "ნოტორიუსმა" შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება 36 წლის მებრძოლი ოქტაგონზე. მაიკლ ჩენდლერთან ივნისში ჩაშლილი ბრძოლის შემდეგ, სხვა ცნობები მისი სამომავლო ბრძოლების შესახებ არ არის.