იორდანიამ სამხრეთ კორეა დაამარცხა და აზიის თასის ფინალში გავიდა

ანგარიში მატჩის 53-ე წუთზე იაზან ალ-ნაიმატმა გახსნა, 66-ე წუთზე კი მუსა ალ-ტამარიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იორდანიის მხრიდან, სწორედ ეს ორი მოთამაშე იყო მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეული. სამხრეთ კორეას მომენტები ჰქონდა, თუმცა რეალური და 100%-იანი საგოლე შანსი კლინსმანის გუნდს არ ჰქონია.
აზიის თასის ფინალში იორდანიის მეტოქე ირანისა და კატარის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება. მატჩი დღეს, 7 თებერვალს, გაიმართება, თბილისის დროით 19:00 საათზე.







