IOC: "სპორტსმენების გენდერი და ასაკი განსაზღვრულია მათი პასპორტის მიხედვით"

მიმდინარე ოლიმპიადაზე რამდენიმე სპორტის სახეობაში ტრანსგენდერები არიან დაშვებულები, მათ შორის არის კრივი და მიუხედავად იმისა, რომ ხელიფი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან ჩახსნეს, ოლიმპიურმა კომიტეტმა მას პარიზში ასპარეზობის უფლება მაინც მისცა.
1/8-ფინალურ დაპირისპირებას იტალიელებისგან პროტესტი მოჰყვა, თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იმანე ხელიფი დაიცვა და განაცხადა, რომ სპორტში დისკრიმინაცია მიუღებელია.
"ყველა ადამიანს აქვს უფლება სპორტულ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა დისკრიმინაციის გარეშე — სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობენ, აკმაყოფილებენ ყველა რეგულაციას, მათ შორის სამედიცინო კუთხით."
"წინა ოლიმპიადის მსგავსად, პარიზის ოლიმპიური თამაშების კრივის შეჯიბრზე მონაწილეების გენდერი და ასაკი განსაზღვრულია მათი პასპორტის მიხედვით" — ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.








