რომას ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ზბიგნევ ბონეკმა თავისი ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა. ვეტერანს მოსწონს, თუ როგორ შეძლო დანიელე დე როსიმ "ჯალორისის" გარდაქმნა ჟოზე მოურინიოს შემდეგ. პოლონელ გამთამაშებელს იმედი აქვს, რომ იტალიელი დამრიგებელი თავის მშობლიურ კლუბში დიდი ხნით დარჩება.
"მოურინიოს წასვლის შემდეგ, რომა დაბმული აღარ არის. ფეხბურთელები თავს თავისუფლად გრძნობენ. დიბალას შეხედეთ თუნდაც, როგორი ბედნიერია. ბევრს ეგონა, რომ ხალხი "ჯალორისის" თამაშებს მხოლოდ ჟოზეს გამო უყურებდა, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა, პირველ ადგილზე კლუბი დგას და უკვე შემდეგ, ცალკე აღებული პიროვნებები.
პორტუგალიელ მწვრთნელს ეგონა, რომ მისი გათავისუფლებით, "მგლები" კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, თუმცა დე როსიმ გუნდი გამოაცოცხლა. მომწონს დანიელეს მუშაობდა და იმედი მაქვს, ის იტალიის დედაქალაქში დიდი ხნით გაჩერდება. მინდა, რომ ის იყოს ისეთი დამრიგებელი, როგორიც ფერგიუსონი იყო მანჩესტერისთვის", - განაცხადა რომას ყოფილმა გამთამაშებელმა.