UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო ალვეშ კარნეირომ განაცხადა, რომ მას ილია თოფურიას დაფინიშება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩემპიონი გეგმავს სწორედ მსუბუქ წონაში ასვლას, რასაც მას ბრაზილიელი მებრძოლი არ ურჩევს.
"თოფურიას შეუძლია ბევრის დანოკაუტება, თუმცა ვთვლი, რომ მისი დაფინიშება შემიძლია. მე მოჭიდავე ვარ და თუ შევძლებ მისი ზურგის აღებას, უდიდესი ალბათობით მოგებულიც გამოვალ. ილია ძლიერია, მაგრამ ვთვლი, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის ის ძალიან პატარა არის. მასთან ჩხუბი ჩემთვის მარტივი ფული იქნება", - განაცხადა მოიკანომ.
თავად ქართველმა ჩემპიონმა მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლის შემთხვევაში, სავარაუდო მოწინააღმდეგედ ჩარლზ ოლივეირა დაასახელა. აქვე დავამატებთ, რომ რენატო თავის დივიზიონში ამ დროისთვის მე-10 პოზიციაზე არის.