Vogue-მა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებთან ჩაწერა ინტერვიუ და მათ რიცხვში კარლოს ალკარასიც იყო. 2024 წელს ოთხი ტურნირის ტრიუმფატორმა ესპანელმა ჩოგბურთელმა თავის შთაგონების წყაროდ ილია თოფურია დაასახელა.
21 წლის სპორტსმენს ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი ინსპირაციის წყარო ჩოგბურთის გარეთ - მომღერალი, მსახიობი, მწერალი, პოეტი, თუ ვინმე სხვა. ალკარასის პასუხი იყო ასეთი: "რთული შეკითხვაა, მაგრამ თოფურიას დავასახელებ. დიახ, ჩემი ინსპირაციის წყარო სწორედ ის არის", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი ალექს ვოლკანოვსკის დამარცხებით 2024 წელს გახდა ქვემძიმე დივიზიონის ჩემპიონი, რამდენიმე თვის შემდეგ კი მან ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. შერეული საბრძოლო ხელოვნებების სამყაროში ტრიალებს მოსაზრება, რომ 2024 წლის საუკეთესო მებრძოლი სწორედ ილია არის.