ტოკიოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
კაცთა შორის 81 კგ წონით კატეგორიას 7335 ქულით ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ლიდერობს და მეორე ადგილოსან მატიას კასეს 1197 ქულით უსწრებს.
წონის რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფებიან ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური (-90 კგ), ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ილია სულამანიძე (-100 კგ) და მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ).
ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში 2024 წელი 3926 სარეიტინგო ქულით დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა და მე-7 პოზიცია დაიკავა. აღნიშნულ წონას კი ერთპიროვნულად კანადელი კრისტა დეგუჩი ლიდერობს.
მამაკაცთა რეიტინგის ტოპ 10:
1) ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, -73კგ) — 8004 ქულა
2) ტატო გრიგალაშვილი (საქართველო, -81კგ) — 7335 ქულა
3) ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი, -100კგ) — 7012 ქულა
4) ტედი რინერი (საფრანგეთი, +100კგ) — 6800 ქულა
5) სანშირო მურაო (იაპონია, -90კგ) — 6500 ქულა
6) ლუკა მხეიძე (საფრანგეთი, -60კგ) — 6104 ქულა
7) ვილიამ ლიმა (ბრაზილია, -66კგ) — 5165 ქულა
8) მინჯონგ კიმი (სამხრეთ კორეა, +100კგ) — 6665 ქულა
9) მატიას კასე (ბელგია, -81კგ) — 6138 ქულა
10) ილია სულამანიძე (საქართველო, -100კგ) — 6090 ქულა