ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა და ორ წონას ქართველები ლიდერობენ.
81 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე ტატო გრიგალაშვილი იმყოფება, რომელიც 2024 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
90 კგ წონაში კი რეიტინგის სათავეში ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურია — 24 წლის ქართველმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო და ჯუდოში პირველი ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
მამაკაცთა რეიტინგის ტოპ 10:
1) ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, -73კგ)
2) ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი, -100კგ)
3) ტედი რინერი (საფრანგეთი, +100კგ)
4) ტატო გრიგალაშვილი (საქართველო, -81კგ)
5) ლუკა მხეიძე (საფრანგეთი, -60კგ)
6) ლაშა ბექაური (საქართველო, -90კგ)
7) ვილიამ ლიმა (ბრაზილია, -66კგ)
8) მინჯონგ კიმი (სამხრეთ კორეა, +100კგ)
9) მატიას კასე (ბელგია, -81კგ)
10) სანშირო მურაო (იაპონია, -90კგ)
ფოტო: IJF