ახალი ამბავი არ არის, რომ მილანი ინტერესდება ემპოლის ცენტრალური მცველით, საბა გოგლიჩიძეთი. იტალიური პრესა წერს, რომ ახალგაზრდა ქართველმა უკანახაზელმა მოხიბლა "როსონერის" ხელმძღვანელობა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (კლუბის მრჩეველი) და ჯეფრი მონკადა (ტექნიკური დირექტორი).
"30 ნოემბერს მილანის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გოგლიჩიძესთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ემპოლის მარცხის მიუხედავად, ახალგაზრდა უკანახაზელმა იბრაჰიმოვიჩსა და მონკადაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. საბას აგენტი უკვე რამდენიმე დღეა, რაც "როსონერის" ხელმძღვანელობასთან არის კონტაქტზე.
"შავ-წითლების" პრიორიტეტი არის თავდამსხმელის ყიდვა, თუმცა გეგმაშია პერსპექტიული ცენტრალური მცველის გაფორმებაც და აქედან გამომდინარე, ქართველი უკანახაზელის ტრანსფერი საკმაოდ რეალურია", - წერს იტალიური პრესა.