კონფერენს ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, იბერია სენტ-ტრუიდენს ესტუმრა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
აღნიშნული შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა — ანგარიში მე-11 წუთზევანვესემაელმა გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე სებაუიმ შეხვედრას წერტილი დაუსვა და სენტ-ტრიუდენმა სამი ქულა მოიპოვა.
სენტ-ტრუიდენი 2-0 იბერია
გოლები: 1-0 ვანვესემაელი (11'), 2-0 სებაუი (88')
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მომდევნო ტურში შვედურ მიალბიუს დაუპირისპირდება — მატჩი ზუსტად 1 კვირში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.











