კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა საინტერესო შეხვედრა იბერიასა და ბაშაქშეჰირს შორის.
პირველ ნახევარში თურქებს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ, თუმცა საქმე გოლამდე არ მივიდა და პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარი იბერიამ გაცილებით კარგად ითამაშა, ბურთიც ეჭირა და მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ 87-ე წუთზე, ერთი შეცდომის გამო დაისაჯა და 0:1 დამარცხდა.
ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება უკვე 15 აგვისტოს, სტამბულში გაიმართება.