ფინალური დაპირისპირება 2 საათი და 17 წუთი გაგრძელდა და 3 სეტში დასრულდა. სინერმა 6-3, 6-4, 7-5 იმარჯვა და კარიერაში მეორედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი.
იანიკ სინერმა 2024 წელს 4-დან ორი დიდი სლემის მოგება მოახერხა — ის ავსტრალიის და ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა, ხოლო როლან გაროსზე და უიმბლდონზე 1/2 ფინალში გავიდა.









