ტიბო კურტუამ ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა. მისი თქმით, ფეხბურთელი, ვინც ინდივიდუალური თვალსაზრისით აღემატებოდა დანარჩენებს, კილიან მბაპე არის. ბელგიელმა გოლკიპერმა ისიც აღნიშნა, რომ მისი ერთადერთი მინუსი 2026 წლის უტიტულოდ დასრულებააა.
"ჩემი აზრით, ოქროს ბურთს ყველაზე მეტად იმსახურებს მბაპე, რადგან ინდივიდუალური თვალსაზრისით ის სხვებზე მაღლა დგას. მის გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებს მხოლოდ 1 ფაქტი, ის, რომ 2026-ში ტიტულები ვერ მოვიგეთ. ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ ხმის მიცემის უფლებით, ამასაც ითვალისწინებენ.
დიახ, არის იამალიც, მსოფლიო ჩემპიონობით, თუმცა უშუალოდ ტურნირზე მასზე უკეთესო კილიანი იყო. ვერ გაიგებ ვინ გაიმარჯვებს. 2024 წელს ბალონ დ'ორი უნდა მოეგო ვინის, მაგრამ მოხდა სრულიად ალოგიკური რამ", - განაცხადა მადრიდის რეალის გოლკიპერმა.












