თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ლამინე იამალი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ "Golden Boy"-ს ჯილდოს მფლობელი გახდა, მისთვის საუკეთესო ფეხბურთელებს ასახელებს.
"მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშებსაც ხშირად ვუყურებ და ვსწავლობ. მათ გარდა, მიყვარს ნეიმარისა და რონალდინიოს თამაშების ყურება, რადგან მხიარულად და ლამაზად თამაშობდნენ.
მესისთან შედარება? - როგორც ვთქვი, ის საუკეთესოა, მე კი კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ. ჩემთვის მასთან შედარება დიდი პატივია, თუმცა ვცდილობ საკუთარი ისტორია დავწერო", - განაცხადა იამალმა.
მიმდინარე სეზონში ბარსელონას ლიდერის ანგარიშზე 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.