UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი ჰავაელი მეტოქის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს დაიცავს. ავსტრალიელ მებრძოლს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ჩხუბს "კურთხეული" მოიგებს.
"ვფიქრობ, ჰოლოუეი გაიმარჯვებს. თოფურიასთან ჩემი ბრძოლა? ჩემი დამარცხების ერთადერთი გზა მისთვის შცდომაზე დაჭერა იყო. მისი შემდეგი ბრძოლაც იქნება ანალოგიური: ილია შეცდომას დაელოდება. შეუძლია ამან ვერც უშველოს, რადგან მაქსმა არაერთხელ გვაჩვენა, თუ როგორი გამძლე ყბა აქვს მას.
ბევრი ამბობს, რომ ქართველი მებრძოლი ჭიდაობაში არის ძლიერი, თუმცა ჰავაელის თეიქდაუნების წინააღმდეგ თავის დაცვა საერთოდ სხვა დონეა. ჩემპიონს ელოდება ურთულესი საღამო, რადგან "კურთხეულს" მისი შენელება შეუძლია. ჩემი აზრით, ის ჩხუბს მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგებს", - განაცხადა "დიდებულმა".