UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ქვემსუბუქ დივიზიონში, ალექს ვოლკანოვსკიმ, ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის მოსალოდნელი ბრძოლის შესახებ ისაუბრა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქართველისა და ჰავაელის ჩხუბი აგვისტო-სექტემბრის შუალედში გაიმართება. ავსტრალიელი ყოფილი ჩემპიონის დანოკაუტების შემდეგ, "ელ მატადორი" ოქტაგონში პირველად გამოვა.
"მგონია, რომ ჰოლოუეი თოფურიას დაამარცხებს. ის ბრწყინვალე მებრძოლია. არ ვიჩენ ჩემპიონის მიმართ უპატივცემულობას, უბრალოდ მიმაჩნია, რომ სტილისტურად მაქსი მისთვის ძალიან რთული მეტოქეა. ილია არის ძალიან კარგი მებრძოლი, მაგრამ არა ისეთი, როგორადაც თავს თვლის. მგონია, რომ ქართველ ჩემპიონს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.
"ელ მატადორი" უარს ეუბნებოდა ჰავაელს, ასევე ორტეგასა და მეც. მას არ სურს ავსტრალიაში ჩამოსვლა, თუმცა სამაგიეროდ ის მაკგრეგორთან ბრძოლას ითხოვს. ჩემი აზრით, როდესაც ჩემპიონი ხარ, გჭირდება იმის დამტკიცება, თუ რამდენად იმსახურებ ქამრის ტარებას", - განაცხადა "დიდებულმა".