ბუნდესლიგის 28-ე ტურში ჰაიდენჰაიმი საკუთარ მოედანზე ლევერკუზენის ბაიერს მიიღებს. აღნიშნული შეხვედრა ჩაივლის ბუდუ ზივზივაძის გარეშე, რომელსაც გვერდითი იოგის ტრავმა აქვს. "როთბლაუსის" დამრიგებლის, ფრანკ შმიდტის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ ქართველმა ფორვარდმა კიდევ რამდენიმე მატჩი გამოტოვოს.
"ფარმაცევტების" შემდეგ, ბადენელთა მოწინააღმდეგეები ბუნდესლიგის შემდეგ ტურებში იქნებიან ფრანკფურტის აინტრახტი, მიუნხენის ბაიერნი და შტუტგარტი. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "ლურჯ-წითლების" ფორვარდი ამ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ბუნდესლიგაში გამართული 27 ტურის შემდეგ, შმიდტის გუნდი 22 ქულით მე-16 ადგილზე არის. რაც შეეხება 31 წლის ფორვარდის სტატისტიკას, ფოით-არენაზე გადასვლის შემდეგ, 13 მატჩში მან 2 ბურთი შეაგდო.