საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ლიონი საკუთარ მოედანზე პსჟ-ს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ლიონის ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ გააკეთა, რომელიც მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი შეტევითი პოტენციალი საკმარისად ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ კი 3 ბურთი გაგვიტანა.
გვიან გამოვიღვიძეთ, რადგან პირველი 70-80 წუთი შეტევაში ღირებული არაფერი გაგვიკეთებია და ეს შედეგზეც აისახა", - განაცხადა მიქაუტაძემ.
აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ქართველების შეხვედრა შედგა. კვარამ და მიქაუტაძემ ერთმანეთს მაისურები გაუცვალეს.