აბუ-დაბიში მიმდინარე UFC-ის ტურნირზე გურამ ქუთათელაძემ ჯორდან ვუჩენიკი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ქართველ მებრძოლს კარიერაში დაუგროვდა მე-13 გამარჯვება, უშუალოდ UFC-ში კი მისი მონაგარი ორ მოგებასა და ორ მარცხს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ "ვიკინგმა" სადებიუტო ბრძოლაში დაამარცხა მატეუშ გამროტი, შემდეგ კი იყო ორი მარცხი, დამირ ისმაგულოვსა და ელვის ბრენერთან.
დღეს, 32 წლის მებრძოლმა გაიმარჯვა და ტოპ 15-ში შესვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.