საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ამჟამინდელი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.
დღევანდელ ვარჯიშზე, კვარაცხელია ნაპოლის ბაზაზე ბოლოჯერ მივიდა, ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს დაემშვიდობა და ახალი გამოწევისთვის მზადაა.
კვარაცხელია პარიზში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.
მიმდინარე სეზონში კვარამ ნაპოლის მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.