შობამდე ერთი დღით ადრე, სტატისტიკური კომპანია Transfermarkt საშობაო "ნაძვის ხეს" აწყობს და წლის ყველაზე ძვირადღირებულ 11-ეულისგან შემდგარ გუნდს გვთავაზობს.
"გუნდი, რომელზეც საშობაოდ ყველა იოცნებებდა - გულშემატკივრებიც და მწვრთნელებიც", - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 11-ეულის კარს ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს.
მამარდაშვილი ისეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც ვინისიუსი, მბაპე, ჰოლანდი, ბელინგემი და სხვები არიან.