კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში გორის დილა საკუთარ მოედანს ლუქსემბურგის რასინგს უმასპონძლებს.
მატჩის წინ კომენტარი გორელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ გააკეთა.
"პირველი მატჩი ლუქსემბურგში ძალიან კარგი იყო შედეგის მხრივ, რაც შეეხება უშუალოდ თამაშს მოწინააღმდეგეს კარგი ორგანიზება ჰქონდა, დახვეწილი სტილით, ორგანიზებულად თამაშობდნენ, იბრძოდნენ.
ჩვენ გავუშვით რამდენიმე შანსი ხელიდან, მიუხედავად ამისა ჩვენთვის საბოლოო შედეგი პოზიტიური გამოდგა. თავიდან ლუქსემბურგელების გათვლა იყო რომ ეთამაშათ გრძელი პასებით, ამის შემდეგ ცოტა რთული იყო ბურთის საფარზე დაბრუნება, მაგრამ მეორე ნახევარში ეს შევძელით და თითქმის 70% ბურთის ვფლობდით.
ნერვებისა და წნეხის გამო ცოტა რთული იყო თავიდანვე კარგი სტარტის აღება, რადგან პირველი მატჩი სტუმრად მოგვიხდა, მეტად ვნერვიულობდით, მაგრამ გასული მატჩით მივხვდი რომ მომდევნო შეხვედრაში უფრო მეტი ყურადღება და კონცენტრაცია გვმართებს რათა თამაშის ხარისხის კუთხით თავი უკეთესად წარმოვაჩინოთ.
დილამ მოწინააღმდეგე გასვლაზე დაამარცხა, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია საპასუხო მატჩის წინ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს. ეს მატჩები კარგი გამოცდილება იქნება ფეხბურთელებისთვისაც არა მხოლოდ ახალ სიმაღლეზე გადასასვლელად ინდივიდუალურად, არამედ ზოგადად კლუბის გასაზრდელადაც. ახლა მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩენია რათა ყველაფერი მოედანზე ვიხილოთ", - განაცხადა გორელთა თავკაცმა.








