ნაპოლის ბრაზილიელმა შემტევმა დავიდ ნერეშმა თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, როცა კვარა ნაპოლიში თამაშობდა, მისი მთავარი კონკურენტი სწორედ ნერეში იყო.
"ვარ თუ არა ნაპოლიში კვარას მემკვიდრე? - მე ვარ დავიდ ნერეში, რომელიც დავიბადე სან პაულუში და გავიზარდე მესის და რონალდინიოს თამაშის ყურებით.
კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერი კლუბისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როგორც მეგობარს და პიროვნებას, გული დამწყდა, რომ წავიდა", - განაცხადა ნერეშმა.