საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში, პანსერაიკოსში გააგრძელებს.
გუგეშაშვილმა დღეს ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა მეკარე 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონ "ყარაბახში" თამაშობდა, თუმცა ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა.
რაც შეეხება მის ახალ კლუბს, პანსერაიკოსმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასული სეზონი ცხრილის შუა ნაწილში დაასრულა.