WTA რეიტინგის მე-3 ნომერი, არინა საბალენკა 2024 წლის უიმბლდონზე მონაწილეობას ვერ მიიღებს — 26 წლის ჩოგბურთელს მხრის ტრავმა აქვს და ექიმების გადაწყვეტილებით, ტურნირს გამოეთიშა.
"მინდა გითხრათ, რომ ტრავმის გამო წლევანდელ უიმბლდონზე მონაწილეობას ვერ მივიღებ. ყველაფერი ვცადე იმისთვის, რომ თამაში შემძლებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ექიმების რჩევით, ტურნირს ჩავეხსენი. ეს ტურნირი ჩემთვის ბევრს ნიშნავს და გპირდებით, მომავალ წელს უფრო ძლიერი დავბრუნდები" - დაწერა სოციალურ ქსელში საბალენკამ.
2024 წლის უიმბლდონი დღეს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდება — ტურნირის საპრიზო ფონდი 50 მილიონი გირვანქა სტერლინგია.