გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამართული მატჩი ბრაუნშვაიგსა და კარლსრუეს შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
არადა, შეხვედრაში მასპინძლები დაწინაურდნენ. კარლსრუემ 73-ე წუთზე გაათანაბრა, 87-ე წუთზე კი გამარჯვების გოლო ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
ზივზივაძემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, გუნდს კიდევ ერთხელ მოაგებინა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
10 ქულით კარლსრუე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია, ზივზივაძე კი 4 გოლით ბომბარდირთა დავაში მოწინავე პოზიციაზე ასლანთან და კარამანისთან ერთადაა.