იტალიური პრესა კვლავ წერს საბა გოგლიჩიძის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ემპოლი მილანთან განადგურდა, ახალგაზრდა ცენტრალური მცველმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა. Farantube წერს ქართველი უკანახაზელის პროგრესისა და პერსპექტივების შესახებ.
"უცნობი ფეხბურთელი, რომელმაც ემპოლის გულშემატკივრების გული უმოკლეს დროში დაიპყრო. საუბარია გოგლიჩიძის შესახებ, რომლის გარეშე დღევანდელი "აძური" უკვე წარმოუდგენელია. სამყაროში, სადაც დომინირებენ ვარსკვლავები, საბამ შეგვახსენა, რომ დამწყები ნიჭიერი მოთამაშეებიც არსებობენ.
ქართველი ცენტრალური მცველის ისტორია არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ვნებითა და ერთგულებით წარმოუდგენელ შედეგებამდე მისვლა. ტოსკანელთა უკანახაზელი თავის გუნდთან ერთად ისტორიას წერს", - ასე ახასიათებს იტალიური პრესა ახალგაზრდა უკანახაზელს.