გასულ უქმეებზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2026 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ბოლო ორი ეტაპი ჩატარდა და ჩემპიონი გამოვლინდა.
მე-4 ეტაპის წინ, სატურნირო ცხრილში პირველ სამ ადგილს შორის სხვაობა თითო ქულა იყო და ჩემპიონობის თეორიულ შანსს საერთო ჯამში 11 მრბოლელი ინარჩუნებდა.
შაბათს, მე-4 ეტაპის გამარჯვებული გიორგი კოდუა გახდა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. მეორე ადგილი მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი გრიგალაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ირაკლი შალიკაშვილი გავიდა.
მე-5 ეტაპის წინ, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი გიორგი კოდუა იყო და ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს იფორმებდა. ირაკლი შალიკაშვილის ერთადერთი შანსი კი გიორგი კოდუას ფინალამდე დამარცხება და შემდეგ ეტაპის მოგება იყო, რაც იდეალურად შეასრულა და 2026 წლის ჩემპიონი გახდა.
ამრიდან, 2026 წლის სეზონი დრამატულად დასრულდა, ჩემპიონი 392 ქულით ირაკლი შალიკაშვილი გახდა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი კოდუას მხოლოდ 1 ქულით გაასწრო. მოქმედი ჩემპიონი, გიორგი გრიგალაშვილი მესამე ადგილს დასჯერდა, მათე როჭიკაშვილი კი მე-4 პოზიციაზე გავიდა.
2026 წლი საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის საბოლოო TOP 10
- ირაკლი შალიკაშვილი (PUNISHER TEAM) — 392 ქულა
- გიორგი კოდუა (WISSOL) — 391 ქულა
- გიორგი გრიგალაშვილი (BSG) — 333 ქულა
- მათე როჭიკაშვილი (FULL LOCK RACING TEAM) — 324 ქულა
- ილია ბერიძე (DRIFTX) — 306 ქულა
- ალექსანდრე ხეროდინაშვილი — 214 ქულა
- ლაზარე სადაღაშვილი (DRIFTX) — 179 ქულა
- დავით ნუცუბიძე — 174 ქულა
- ომიკო ფანჩულიძე — 158 ქულა
- ნუკრი სალია (BSG) — 155 ქულა











