2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ძიუდოისტა ნაკრებს პირველ საჭიდაო დღეს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.
60 კგ. წონით კატეგორიაში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრინჯაოს ფინალში გავიდა და კარიერაში პირველი ოლიმპიური მედლის მოგებას შეეცდება.
რეპეშაჟში 21 წლის ქართველი ძიუდოისტი კორეელ კიმს შეხვდა და იპონით დაამარცხა — გიორგი სარდალაშვილმა მეტოქე ჯერ ვაზარიზე დააგდო, შემდეგ იქვე შებოჭა და ბრინჯაოს ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფოტო: IJF