ეროვნული ლიგის წარმომადგენებლი გაგრა ახალი სეზნისთვის გაძლიერებას განაგრძობს და კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა.
ჩვენი ინფორმაციით, გამოცდილი მცველი გიორგი რეხვიაშვილი კარიერას სწორედ გაგრაში გააგრძელებს.
რეხვიაშვილი ბოლოს სიონის შემადგენლობაში თამაშობდა, მანამდე კი დინამო ბათუმის ღირსებას იცავდა.
გაგრამ ზამთარში საინტერესო ტრანსფერები განახორციელა და რეხვიაშვილის გარდა, კიდევ 8 ფეხბურთელი დაიმატა.