საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი აპოელთან ერთად კვიპროსის ჩემპიონები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში გიორგი ქვილითაია მოხვდა და სპეციალური ჯილდოც გადაეცა.
ცნობისთვის, ქვილითაიამ აპოელის მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.