ლიგა 1-ის 21-ე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა ლიონში, სადაც ადგილობრივი გუნდი რეიმსს დაუპირისპირდა. მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. პაულო ფონსეკას ბიჭებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მარტივად, 4-0 გაიმარჯვეს.
ლიონის რიგებში შეუცვლელად ითამაშა
გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც გატანილი გოლის გემო გაიხსენა და ამ მატჩში საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ქართველმა ფებხურთელმა საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა და 7.3 შეფასებაც დაიმსახურა.
ლიონმა ამ გამარჯვების შემდეგ 33 ქულა მოაგროვა და მე-6 პოზიციამდე აღზევდა.
გიორგი მიქაუტაძის გოლი