წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
დაჯილდოვდა185 სპორტსმენი, ასევე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტთა ფეხბურთის ერთი გუნდი.
გარდა ამისა, სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოვლინდა ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული:

წლის ყველაზე წარმატებული სპორტული პროექტი - 7X7 ფეხბურთი, მასტერ ლიგა;
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ანა ჯაფარიძე;
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი - გიგა ოჩხიკიძე;
წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი - გიორგი მამარდაშვილი;









