ქართველის „პერსეპოლისმა“ სპარსეთის ყურის პრო ლიგის ბოლო, 30-ე ტურში, „მეს რაფსანჯანს“ 1:0 მოუგო, ჩემპიონობის მომტანი გოლი გველესიანმა 85-ე წუთზე გაიტანა.
ქართველმა „პერსეპოლისთან“ ერთად ირანის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, ჯამში კი მეოთხე ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, გიორგი გველესიანი ირანში 2017 წელს გადავიდა. „პერსეპოლისს“ 2022 წელს შეუერთდა და ირანის ყველაზე ტიტულიან გუნდთან ერთად, 2022-2023 წ.წ. სეზონზე ჩემპიონი გახდა, მოიგო ირანის თასი და სუპერთასი. თეირანელებმა ჩემპიონობა ისტორიაში მეთექვსმეტედ იზეიმეს.
გველესიანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში უახლოეს მომავალში შეუერთდება.









