UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილთან შესაძლო ბრძოლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჩიტო ვეგასთან მოგების შემდეგ, ამერიკელმა ჩემპიონმა გამოიწვია როგორც "მანქანა", ისე ილია თოფურიაც, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მისი სხვა წონაში ასვლა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.
"მინდა, რომ დვალიშვილთან ბრძოლა რაც შეიძლება სწრაფად დაიგეგმოს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ UFC რამდენიმე ტურნირის ჩატარებას აშშ-ის საზღვრებს გარეთ გეგმავს, მე კი ქვეყნის გარეთ არ გავდივარ. ორგანიზაციას ჰყავს სხვა ბიჭებიც, რომლებიც ბრძოლას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მართავენ.
მიუხედავად ამისა, ბრძოლისთვის მზად ვარ და ველოდები მის დაანონსებას. ღმერთო, როგორ მინდა მერაბს დარტყმა მუხლით მივაყენო და დავაგდო", - განაცხადა "შუგამ".