
- აპრილის შუა რიცხვებიდან ორი თვის განმავლობაში ვიყავი დუბაიში და გუნდთან ერთად მომზადებას გავდიოდი. მხოლოდ მერე დავბრუნდი შვედეთში, სტოქჰოლმში, სადაც გავიარე 5-6 კვირის ბოლო მომზადება. აბუ-დაბიში ჩამოვფრინდით 7 დღით ადრე. ასეთი სიცხის გამო, დიდ დროს არ ვატარებ გარეთ ან მზეზე.
- UFC Fight Night Abu Dhabi-ზე თქვენი მორიგი ბრძოლა ჩაშლის პირას იყო, მეტოქე აბდულ-კარიმ ალ სელვადი ივენთს ჩაეხსნა. თუმცა, საბედნიეროდ, აბუ-დაბიში მაინც გამოხვალთ. გვითხარით, როგორ გამოჩნდა საქმეში ჯორდან ვუჩენიკი და როგორ წარიმართა მოლაპარაკებები.
- მადლობელი ვარ, რომ UFC-იმ ასე სწრაფად გვიპოვა ახალი ოპონენტი. ბრძოლა ისევ დანიშნულია, მიზანი ისევ იგივეა და ჩვენ ამ მიზნისკენ მივემართებით.

- როგორ ჩაიარა ბრძოლისთვის მოსამზადებელმა კემპმა? ტრავმის გარეშე თუ ხვდები ამ ივენთს?
- მადლობა უფალს, არანაირი სერიოზული ტრავმა არ მაწუხებს. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ტრავმები ყოველთვის გვაქვს ცოტა აქ, ცოტა იქ. ასე ყოველთვის იქნება დაუზოგავი ვარჯიშებისგან, მაგრამ სრული სავარჯიშო კემპის დროს ჩემ ირგვლივ იყო კარგი ხალხი და სანდო გუნდი. მომზადებამ მშვენივრად ჩაიარა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
- როგორც ვიცით, თქვენს კუთხეში ანდრეას მაიკლი იქნება. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის All-Star MMA-ის ფაქტორი ამ ბრძოლაში?
- ანდრეას მაიკლი იქნება ჩემს კუთხეში, ეს მწვრთნელი თითქმის ყოველ სავარჯიშო ქემპში მყავდა, მიკე სედერჰოფთან და ალან ფინფუ დო ნასიმენტოსთან ერთად. Allstars ცენტრი და ჩემი კლუბი, House of Samurai დიდ როლს თამაშობენ ჩემს ყოველ ბრძოლაში.
- თქვენი კარიერა UFC-ში ურთულეს მეტოქეებთან ბრძოლით დაიწყო. მატეუშ გამროტი, დამირ ისმაგულოვი, ბოლოს კი ელვის ბრენერი. თქვენი აზრით, აქ გამარჯვების შემდეგ შეძლებთ თუ არა TOP 15-ის მეტოქესთან ბრძოლის ჩანიშვნას და არის თუ არა ვინმე, ვისთანაც განსაკუთრებით გსურთ შეხვედრა?
- ადვილი გზა არ არსებობს - ასეთია ჩემი გზა. ჩემი “საშინაო დავალებაც” გავაკეთე, ცვლილებებიც შევიტანე, მივდივართ ჩვენს მიზანთან და ჩემს ოცნებასთან. ღმერთის წყალობით, სახლში წამოვიღებ ამ მოგებას და მერე ვიმოძრავებთ შემდეგი ნაბიჯისკენ, ტოპ 15-ში შევალ. “Step by step” ავალთ ზემოთ.

- სექტემბერში, Noche UFC-ზე ველოდებით მერაბ დვალიშვილის ბრძოლას. როგორია თქვენი პროგნოზი და თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მერაბმა შონ ო’მალის წინააღმდეგ წარმატების მისაღწევად.
- ნამდვილად მჯერა მერაბისი. მთელი გულით და სულით მჯერა, რომ ოპონენტი ვერ გაუძლებს "ქართულ მანქანას" და კიდევ ერთ საჩემპიონო ქამარს ჩამოვიტანთ ჩვენს პატარა, მაგრამ “ხმაურიან” საქართველოში.
- ილიას ბრძოლა, პირადად ჩემთვის, როგორც მებრძოლისთვის, ძალიან სანახაობრივი ბრძოლაა. ორი სხვადასხვანაირი სტრაიკერი და მოკრივე შეხვდება ერთმანეთს. ოღონდ ილიას უფრო მეტი “იარაღი” აქვს, როგორც მისი უმაღლესი დონის ჭიდაობა და ასევე ჯიუ-ჯიცუც. ილიასი მჯერა და მიუხედავად დიდი პატივისცემისა მაქსთან, მჯერა, რომ ილიას შეუძლია მისი დანოკაუტება.











