ტოპ 5 ჩემპიონატში პსჟ ერთადერთი კლუბია, რომელსაც შიდა ჩემპიონატში ჯერ წაგება საერთოდ არ აქვს.
დღეს, პარიზელები ლიონს დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"ლიონი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ურთულესი მატჩი გველის და უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, რათა გავიმარჯვოთ.
გეტყვით, რა არის ჩემი გუნდის წარმატების მიზეზი - გუნდში არ არის 2 და 3 გამორჩეული ფეხბურთელი, ყველა თანაბრად ძლიერია, ერთიანები ვართ და შედეგიც აქედან მოდის", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ ლივერპულს დაუპირისპირდება.