3 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი ლილო არენაზე დაბრუნდა, სადაც 2026 წლის სეზონის მესამე ეტაპი ჩატარდა.
აღნიშნული ეტაპი გამორჩეული გამოდგა, რადგან ტრეკზე დაბრუნდა ყველაზე ტიტულოვანი ქართველი დრიფტერი, საქართველოს 4 გზის ჩემპიონი ნოდო კოდუა და პოდიუმზეც ავიდა.

ნოდო კოდუამ ლილო არენაზე შეკრებილ გულშემატკივრებს საოცარი დრიფტი შესთავაზა და საქართველოს ბოლო ორი ჩემპიონი ირაკლი შალიკაშვილი და გიორგი გრიგალაშვილი დაამარცხა. საბოლოოდ კი მესამე ადგილს დასჯერდა.
GDC-ის მესამე ეტაპის გამარჯვებული გიორგი კოდუა გახდა, რომელმაც ფინალში 17 წლის ილია ბერიძე დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

2026 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის შემდეგ, მე-4 ეტაპი 10 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ერთი დღის შემდეგ, 11 ოქტომბერს ბოლო ეტაპი გაიმართება და სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება.












