კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია ბასაქშეჰირს დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ლევან კორღალიძეს მოედანზე ახალწვეული თორნიკე ახვლედიანი იური ტაბატაძის ნაცვლად შეჰყავდა.
თორნიკე უკევ მზად იყო შესასვლელად და ტაბატაძეც მოედნიდან გამოვიდა, თუმცა გაუგებრობა მოხდა და ცვლილება არ განხორციელდა.
საქმე იმაშია, რომ ახვლედიანს მაისურზე 29 ნომერი ეწერა, მატჩის ოფიციალურ ოქმში კი ახვლედიანის გასწვრივ 27 ნომერი იყო დაწერილი, რის გამოც მეოთხე მსაჯმა ახვლედიანი მოედანზე არ შეუშვა.
ამის გამო, გუნდის მთავარი მწვრთნელი ადმინისტრაციაზე გაბრაზდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და თამაშში კვლავ ტაბატაძე ჩაერთო, რამდენიმე წუთში მის ნაცვლად საბა მამაცაშვილი შევიდა.
[type="video" id="6715"]