როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ალეხანდრო გარნაჩოს განიხილავს. ანტონიო კასანომ არ მოუწონა კლუბს აღნიშნული ვარიანტი და თავისი ფავორიტი დაასახელა. ყოფილი იტალიელი ფორვარდის თქმით, ქართველი ვინგერი უნდა შეცვალოს არა არგენტინელმა გარემარბმა, არამედ ადემოლა ლუკმენმა.
"ნაპოლი კვარაცხელიას შემცვლელად განიხილავს გარნაჩოს - ფეხბურთელს, რომელიც მანჩესტერში ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობს. 70 მილიონი ევრო რომ მივიღო, ხვიჩას შემცვლელად ვიყიდიდი არა ალეხანდროს, არამედ ლუკმენს. ატალანტას მის სანაცვლოდ რასპადორისაც დავუთმობდი. ამასთან ერთად, ადემოლა "პარტენოპეის" უფრო იაფიც დაუჯდება.
ნიგერიელ და არგენტინელ შემტევებს შორის არჩევანს პირველზე შევაჩერებდი. ამ სცენარით ყველა კმაყოფილი დარჩება", - განაცხადა რომას ყოფილმა ფორვარდმა. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ლურჯების" გარდა, იუნაიტედის ვინგერით ლონდონის ჩელსიც ინტერესდება.