6 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე სტარტს აიღებს 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში, რომელიც 5 ეტაპად ჩატარდება.
2025 წლის დრიფტის სერიებზე საქართველოს ავტოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტო საპრიზო ფონდი გათამაშდება — თითოეული ეტაპის გამარჯვებული 5 ათას ლარს მიიღებს, ხოლო Fastest Drift-ის ფინალზე პირველ ადგილოსანი 7 ათასი ლარით დაჯილდოვდება..
წლევანდელი სეზონი მონაწილეების კუთხითაც გამორჩეული იქნება — რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, პროფესიონალურ დრიფტში 2013 წლის ჩემპიონი, გიორგი სარიშვილი ბრუნდება, რომელიც სერიებზე Ford Mustang GT-ით იასპარეზებს.
განსხვავებული მანქანით ვიხილავთ გასული წლის ჩემპიონს ირაკლი შალიკაშვილს, რომელმაც 2024 წლის სეზონი BMW-ს მარკის ავტომობილით მოიგო. 2025 წლის ჩემპიონატზე კი Nissan SX200-ით მიიღებს მონაწილეობას, რომლის ძრავიც 801 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ირაკლი შალიკაშვილის მსგავსად, BMW-ს მარკის ავტომობილით ვეღარ ვიხილავთ გასული წლის ვიცეჩემპიონს, გიორგი კოდუას — 2025 წლის დრიფტის სერიებზე, გიორგი Toyota GT86-ით იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატს მის ავტომობილს ყველაზე მეტი, 1000 ცხენის ძალა ექნება.
2025 წლის საქართველოს ჩემპიონატზე ერთადერთი გოგონა ევა ივანოვი იქნება, რომელიც ეტაპებზე 599 ნომრიანი BMW-ს მარკის ავტომობილით იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ 15 წლის არის და სპეციალურად დრიფტის სერიებზე მონაწილეობის მისაღებად ისრაელიდან ჩამოვიდა.
დრიფტის სერიების წლევანდელი სეზონის პირველ ეტაპზე მონაწილეობას 22 პრო კლასის დრიფტერი მიიღებს:
#3 გიორგი სარიშვილი — Ford Mustang GT 5.0 / 530 HP
#7 ომიკო ფანჩულიძე — BMW E82 1M M113 5.0 / 325 HP
#18 ზუკა ოძელაშვილი — BMW E36 M104 3.2 T / 550 HP
#19 გიორგი გრიგალაშვილი — Toyota GT86 M113 5.5SC / 555 HP
#23 ირაკლი ფიფია — BMW E46 LS 6.0 / 450 HP
#28 ნუკრი სალია — MB 190E M113 5.5 SC / 555 HP
#29 ნიკოლოზ დოლიძე — BMW E46 M113 5.0 / 305 HP
#33 გიორგი კოდუა — Toyota GT86 M104 3.2 T / 1000 HP
#35 სურენ კამალიანი — BMW E30 M113 5.0 / 350 HP
#43 შალვა აჯიაშვილი — BMW E36 M113 5.0 / 617 HP
#79 ფარიდ გულიევი — BMW E30 M113 5.5 SC / 430 HP
#90 გივი ბიბილეიშვილი — BMW E92 Eurofighter LSX 6.8 SC / 900 HP
#100 ირაკლი შალიკაშვილი — Nissan SX200 2JZ 3.0 T / 801 HP
#112 რაუფ დადაშზადეჰი — BMW E46 M3 2JZ 3.0 T / 700 HP
#120 ლაშა ღვალაძე — BMW E34 M113 5.0 / 300 HP
#357 პარვიზ აზიზოვი — BMW E30 2JZ 3.0 T / 900 HP
#460 ლუკა ღარიბაშვილი — BMW E46 M104 3.2 T / 600 HP
#540 ხაიალ აგჯაბეილი — BMW E30 M113 5.5 / 400 HP
#555 ჯეიჰუნ სულეიმანოვი — BMW E30 M113 5.0 / 306 HP
#599 იევა ივანოვი — BMW E46 LS3 6.2 / 450 HP
#700 რაჰმან შიხალიევი — BMW E30 M113 5.0 / 350 HP
#888 ელჩინ მამადოვი — BMW E30 M60 4.0 / 500 HP
2025 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის პირველი ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კვირას, 6 აპრილს, 14 საათზე აიღებს სტარტს.
SMH Sports საქართველოს დრიფტის სერიების მხარდამჭერია, ხოლო LaGazzetta.ge და Goal.ge მედია პარტნიორი.