რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ ეროვნული ლიგის წარმომადგენელმა გაგრამ საინტერესო ტრანსფერები განახორციელა და ერთბაშად 6 ფეხბურთელი დაიმატა.
მათ გარდა, კლუბმა კიდევ 2 ფეხბურთელის ტრანსფერი გააოფიციალურა. 19 წლის ბრაზილიელი ტალანტი ანტონიო ბარბოსა ახალი სეზონიდან გაგრასთვის შეუტევს.
მის გარდა, კლუბმა დინამო თბილისის აკადემიის ფეხბურთელი, დავით გოცირიძე დაიმატა, რომელიც დინამოს დიდ გუნდშიც თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩს გაგრა 1 მარტს, სტუმრად ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.