dღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის საპასუხო მატჩს სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს.
გუშინ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა ბრატისლავაში, მატჩის მასპინძელ გოპას არეანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მატჩისწინა ვარჯიშს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, დაესწრო და ფუტსალის ნაკრებს გადამწყვეტ მატჩში წარმატება უსურვა.
სლოვაკეთი - საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში 4:1 გაიმარჯვა და სამბურთიანი უპირატესობა აქვს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








